ბიზნესინკუბატორი

სსიპ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი – „ბიზნესინკუბატორის“ მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, მათთვის საარსებო წყაროების შექმნისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით. 

საკონტაქტო ინფორმაცია

  • მისამართი : ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. N1
  • ტელეფონი : 577092430
  • ელ.ფოსტა : vip.incubator@mail.ru

პროდუქციის შესახებ ინფორმაცია

სსიპ „ბიზნესინკუბატორის“ სასაწავლო–სასტაჟიორო ბაზა  ბენეფიციარებს საშუალებას აძლევს აითვისოს ან/და კვალიფიკაცია აიმაღლოს ისეთ სპეციალობებში, როგორებიცაა: საამშენებლო ბლოკისა და ბეტონის დეკორატიული ღობეების წარმოება, მძიმე სატვირთო სატრანსპორტო და მსუბუქი ავტომობილების ძრავების შეკეთება, პლასტმასის ნაკეთობების წარმოება, ხელოვნური და ბუნებრივი ქვის დამუშავება, რკინის რთულ ნაკეთობათა წარმოება და შედუღება და სხვა. ბიზნესინკუბატორი წარმოადგენს ყველა მსურველისათვის ხელმისაწვდომ სასწავლო – სასტაჟიორო პლატფორმას, რომელიც ეფუძნება დუალური  სისტემით სწავლებას.