რესტორანი პელაგონი

რესტორანი “პელაგონი საბურთალო” ქართულ-ევროპული რესტორანია. აქ თქვენ დაგხვდებათ ლამაზი და დახვეწილი ვიქტორიანული არქიტექტურის ელემენტებით გაჯერებული ინტერიერი. ნათელი და დახვეწილი დარბაზი, მყუდრო აპარტამენტი, გასათბობი და გასაგრილებელი სისტემით აღჭურვილი კომფორტული ტერასა – ეს მთლიანობა კი ქმნის იდეალურ სივრცეს, რომელიც თქვენ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

აქ შეგიძლიათ სხვადასხვა სახის ღონისძიებების გამართვა: დაბადების დღის, ქორწილის, ნიშნობის, ჯვრისწერის, საბანკეტო და კორპორატიული წვეულებების. ქსელში მოქმედებს კერძების უფასო მიტანის სერვისი. მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს როგორც შიდა საკურიერო მომსახურებით, ასევე "გლოვოთი" და "ვოლტით".
 


 

საკონტაქტო ინფორმაცია

პროდუქციის შესახებ ინფორმაცია

 რესტორნების ქსელი “პელაგონი” ქართულ ტრადიციულ კერძებთან ერთად, პოპულარულ ევროპულ კერძებსაც გვთავაზობთ. ქალაქში სახელგანთქმული ხინკალი,რძემდინარი სულგუნით გაკეთებული ელარჯი,სტუმრების ფავორიტი ხაჭაპური შამფურზე, რაჭული შქმერული და მეგრული ხარჩო "პელაგონის" მდიდარი მენიუს მცირე ჩამონათვალია. ახალი და ნატურალური, მუდმივად კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქცია ქმნის იმ ჯანსაღ და გემრიელ გარემოს, რომელიც ერთხელ მოსულ სტუმარს აქ კიდევ ბევრჯერ დააბრუნებს. რესტორანში მოსულ სტუმრებს დახვდება მაღალი ხარისხის მომსახურება, სადაც მომხმარებლის განწყობაზე პროფესიონალი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი მუდმივად ზრუნავს. ქსელში მოქმედებს კერძების უფასო მიტანის სერვისი.

აქ მოსულ სტუმარს შეუძლია ისარგებლოს, როგორც შიდა საკურიერო მომსახურებით, ასევე "გლოვოთი" და "ვოლტით".

რესტორნების ქსელი პელაგონის გარდა, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ვილა პელაგონის სასტუმრო მომსახურებით. სასტუმროს გააჩნია საცურაო აუზი, რომელიც იდეალური ადგილია სამუშაო კვირის შემდეგ ქალაქგარეთ განტვირთვისთვის. სასტუმრო ბუტიკური სტილისაა. ნომრის ღირებულება 60 ლარიდან იწყება.