მეწარმეთა პროდუქციის კატალოგი წარმოადგენს აფხაზეთის ა/რ სავაჭრო სამრეწველო პალატის პროექტს. პროექტის მიზანია გააცნოს ფართო საზოგადოებას აფხაზეთიდან დევნილ ხელოვანთა და მეწარმეთა საქმიანობა. კატალოგში წარმოდგენილია უნიკალური, საავტორო, ხელნაკეთი სასაჩუქრე პროდუქცია, გამოყენებითი ხელოვნების ნაკეთობები და დევნილი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია. ამ პროექტით ჩვენ ვეხმიანებით კამპანიას “შეიძინე ქართული, მხარი დაუჭირე ქართულს.“