მეღვინეობა ხარება
ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" უძველეს ტრადიციებზეა დაფუძნებული, კომპანია მუშაობს ვაზის უნიკალური კულტურის შენარჩუნებასა და ღვინის წარმოებაზე, როგორც უძველესი მეთოდით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით.
თანამედროვე ბაზრისა და ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით "მეღვინეობა ხარებამ" მოახდინა არსებული ქარხნის რეორგანიზაცია და მნიშვნელოვნად დახვეწა ქარხნის ტექნიკური აღჭურვილობა. კომპანიას პირად საკუთრებაშია 1500 ჰექტარი მიწა, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები, საიდანაც მზადდება მაღალი ხარისხის ღვინოები.
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი : დავით აღმაშენებლის ხეივანი 170ა. 0131, თბილისი, საქართველო
- ტელეფონი : +995 555 49 77 70 / +995 322 49 77 70
- ელ.ფოსტა : info@winerykhareba.com
პროდუქციის შესახებ ინფორმაცია
"მეღვინეობა ხარება"-ს ღვინოების წარმოება ხდება აღმოსავლეთში - კერძოდ კახეთში და დასავლეთში - იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.
მეღვინეობა ხარებას აქვს შემდეგი ევროპული ჯიშის ყურძნები: კაბერნე, შარდონე, სოვინიონი, მუსკატი, პინო და მერლო. კომპანია ასევე ხელს უწყობს იმ იშვიათი ჯიშების მოშენებას, როგორებიცაა: ოცხანური საფერე, ციცქა, ცოლიკოური, კრახუნა, ალადასტური, უსახელოური, ხიხვი და ქისი.
კომპანიის უმთავრესი მიზანია, დაწუროს უმაღლესი ხარისხის ღვინო ქართული და ევროპული მეთოდებით საკუთარი ვენახებიდან. არსებული ჯიშების მოშენების გარდა, მეღვინეობა ხარებას კიდევ ერთი დანიშნულებაა, დაამუშაოს უძველესი ტრადიციული ქართული ყურძნის ჯიშები.