კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია
ქ.ზუგდიდში "კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაცია" 2017 წელსა დაარსდა. მეღვინეებისა და მევენახეებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფთან ერთად ასოციაციის დამფუძნებელია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატაც.
ასოციაციის შექმნის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის კულტურას, როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. გაერთიანების გეგმებში შედის სანერგე მეურნეობის შექმნაც და ტრადიციული მეღვინეობის შესახებ მეწარმეთათვის ტრენინგების ჩატარებაც.
საკონტაქტო ინფორმაცია
- მისამართი : ჩხოროწყუს რაიონი, სოფელი მუხური, მე-17 ქუჩა
- ტელეფონი : +995 574 80 10 99
- ელ.ფოსტა : colchianwine@gmail.com
პროდუქციის შესახებ ინფორმაცია
"კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის" მიზანია ხელი შეუწყოს მივიწყებული, გადაშენების პირას მყოფი კოლხური ვაზის ჯიშების აღდგენას და იზრუნოს მათ გაშენებაზე (კოლოში, ჭვიტილური, პანეში, ჩექობალი, ოჯალეში, ჩეში და ა.შ).